Saturday, February 15, 2014
VIII, IX
VIII დღეს შევადგინეთ კვლევის კითხვარი მოსწავლეთათვის და გამოვაქვეყნეთ, ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, page-ების და გაჯეტების დამატება, ძალიან დატვირთული და საინტერესო დღე იყო, დიდი მადლობა ნინოს მოთმინებისთვის და გაწეული შრომისთვის. IX დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ვისწავლეთ word-ის დოკუმენტის pdf-ად გადაკეთება, ვიდეოს youtube-დან გადმოწერა და ბლოგზე ატვირთვა,შემდეგ ვისწავლეთ ჩვენი პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე, მოვახდინეთ პრეზენტაციების წარმოდგენა - განხილვა, ერთმანეთს დაუწერეთ კომენტარები და რეკომენდაციები გაუმჯობესებისთვის.
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო, ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ, ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები გავიუმჯობესეთ, ვისწავლეთ პროექტის სწორად დაგეგმვა, შევქმენით საკუთარი ბლოგი და გავაკეთეთ პორტფოლიო, რისი შექმნაც დამოუკიდებლად ძალიან გამიჭირდებოდა. ძალიან დიდი მადლობა ნინოს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის და გაწეული შრომისთვის და გულისხმიერებისთვის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment