Saturday, February 15, 2014

VIII, IX

VIII დღეს შევადგინეთ კვლევის კითხვარი მოსწავლეთათვის და გამოვაქვეყნეთ, ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, page-ების და გაჯეტების დამატება, ძალიან დატვირთული და საინტერესო დღე იყო, დიდი მადლობა ნინოს მოთმინებისთვის და გაწეული შრომისთვის. IX დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ვისწავლეთ word-ის დოკუმენტის pdf-ად გადაკეთება, ვიდეოს youtube-დან გადმოწერა და ბლოგზე ატვირთვა,შემდეგ ვისწავლეთ ჩვენი პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე, მოვახდინეთ პრეზენტაციების წარმოდგენა - განხილვა, ერთმანეთს დაუწერეთ კომენტარები და რეკომენდაციები გაუმჯობესებისთვის. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო, ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ, ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები გავიუმჯობესეთ, ვისწავლეთ პროექტის სწორად დაგეგმვა, შევქმენით საკუთარი ბლოგი და გავაკეთეთ პორტფოლიო, რისი შექმნაც დამოუკიდებლად ძალიან გამიჭირდებოდა. ძალიან დიდი მადლობა ნინოს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის და გაწეული შრომისთვის და გულისხმიერებისთვის.

პროექტის კვლევა

შეავსეთ კვლევის ფურცელი

Wednesday, February 12, 2014

VII

1. განვიხილეთ მეექვსე მოდული; 2. გავაზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა და დავწერეთ კომენტარები review-ს საშუალებით; 3. მეორე აქტივობის მიხედვით მზა სასწავლო პროექტის დამხმარე შევცვალეთ ჩვენი საჭიროების მიხედვით; 4. მოვახდინეთ დიფერენცირება და შევავსე ჩემი პროექტის შესაბამისად; 5. გავეცანით გარდნერის პრეზენტაციას შეფასებისას; 6. დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა; 7. გავაკეთე დამხმარე შაბლონი სუსტი მოსწავლისთვის.

Tuesday, February 11, 2014

VI

დღეს ვისწავლეთ პროგრამა drive-ში ატვირთული slide show-ს გაზიარება და კომენტარების გაკეთება კონკრეტულ სლაიდზე ან  ინფორმაციაზე.
ასევე შევისწავლეთ და გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის საფუძველზე შეფასების რუბრიკა.

Wednesday, February 5, 2014

V

დღეს ვისწავლეთ
1. მესამე მოდულის 2 და 3 აქტივობები - ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება, 
ინტერნეტრესურსების მოძიება;მოსწავლეების მიერ მასალების გამოყენების და საავტორო უფლებების დაცვის წესები, გამოყენებული ლიტერატურის მითითება.
2. მეოთხე მოდული - სასწავლო ნიმუშების შექმნა; სასწავლო მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტების შექმნა; შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრები (გაზეთის სტატიები, slide-show, ფოტო ჟურნალი).
ძალიან ნაყოფიერი დღე იყო!







Saturday, February 1, 2014

IV

დღეს ძალიან დატვირთული და საინტერესო მასალა იყო. განვიხილეთ მეორე მოდულის 3, 4, 5 აქტივობები, რომელიც ეხებოდა პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, შევადგინეთ ჩვენი პროექტის შეფასების გეგმა  და მოსწავლეთა წინარე ცოდნის შეფასებების ინსტუმენტები, შევქმენით.და გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.


პროექტის პრეზენტაცია