დღეს ვისწავლეთ მეორე მოდული(სასწავლო პროექტის დაგეგმვა), სტანდარტების განსაზღვრა, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. განვსაზღვრეთ სტანდარტით მისაღწევი შედეგები. ვისარგებლეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკით, განახლებული ბლუმის ტაქსონომიით.
შევისწავლეთ და ძალიან საინტერესო Google. drive პროგრამაში მუშაობა, გაზიარება და მასში საჭირო დოკუმენტების შენახვა.
Wednesday, January 29, 2014
Sunday, January 26, 2014
II
ძალიან საინტერესო დღე იყო.ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების დროს პუბლიკაციების მომზადების აუცილებლობაზე, მაგალითად მშობლებისათვის, კოლეგებისათვის და ა.შ. გავეცანით გამოცემის შაბლონების ნიმუშებს და ვისწავლეთ Word-ის პროგრამაში პუბლიკაციების დამზადება: ფურცლის სვეტებად დაყოფა, სურათის ჩასმა, სათაურების გაკეთება, ტექსტის ჩასმა და დიზაინი.
ჩვენი პროექტისთვის დავამზადეთ პუბლიკაცია მშობლებისათვის,რომელიც უკავშირდებოდა ჩვენს პროექტებს და შევინახეთ ჩვენს პორტფოლიოებში.
ჩვენი პროექტისთვის დავამზადეთ პუბლიკაცია მშობლებისათვის,რომელიც უკავშირდებოდა ჩვენს პროექტებს და შევინახეთ ჩვენს პორტფოლიოებში.
საპროექტო იდეა - საქართველო და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია
პროექტიის იდეაა გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის განხორციელება საქართველოში. 11 კლასელმა. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია, რამდენად ხდება გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის თითოეული მუხლის განხორციელება საქართველოში, რა სიახლეები იგეგმება ამ სფეროში და ყველაზე მეტი პრობლემა რომელი პუნქტის განხორციელებისას გვხვდება.
Subscribe to:
Posts (Atom)